ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში






თემა
ესგ-ით მისაღწევი შედეგი
მიზანი
თემის აქტუალურობა
და აღწერა
მეთოდი
შეფასება
    ლომი და ხარები







































ოლიმპიადები ძველად და ახლა











































დედა ენის დღე












































საერთო სახელი




მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;

მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.

მიმართულებით კვლევა და კომუნიკაცია


















მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის

შედეგი თვალსაჩინოა,
ჩემი მიზანია,
მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარი, მათ შეძლონ დამოუკიდებლად მოიძიონ მათვის საჭირო ინფორმაცია, დაახარისხონ საჭიროებისამებრ, შეძლონ ცხრილის შექმნა და მათი სათანადოდ შევსება, ასევე ინფორმაციის შეჯამება და დასკვნის გაკეთება.















ჩემი მიზანია, ბავშვები გაცნობოდნენ სხვადასხვა სპორტულ  სახეობებს, სლაიდის მეშვეობით და ამოეცნოთ თითოეული მათგანი, ემსჯელათ რომელია საქართველოში გავრცელებული სპორტული სახეობები, ესაუბრათ თავიანთ საყვარელ სპორტის სახეობების შესახებ, ასევე გაცნობოდნენ ძველად გავრცელებულ სპორტულ სახეობ
ებს.
მინდა ბავშვებს განუვითარდეთ ინტერნეტთან მუშაობის უნარ-ჩვევა მათ შეძლონ საჭირო ინფორმაცის მოძიება და დახარისხება.



ჩემი მიზანია  ბავშვებმა  გაიგონ რამდენად მნიშვნელოვანია დედა ენა, და რატომ აღინიშნება მისი დღე, ასევე ვისაუბრებ ი. გოგებაშვილის ღვაწლსა და ქართული ანბანის ისტორიაზე თუ განვითარების რამდენი საფეხური განვლო, მივცემ საშინაო დავალებას ვთხოვ მოიძიონ ინფორმაცია როდის შეიქმნა ქართული დამწერლობა და ქართული ენის შექმნა ვის სახელთან  არის
დაკავშირებული და პრეზენტაცია წარმოადგინონ ან სალიდის მეშვეობით ან წერილობით და ასევე  წავაკითხო მათ მიერ მოძიებული ლექსები დედა ენასა და ი. გოგებაშვილზე


ჩემი მიზანია ბავშვებმა შეძლონ ტექნოლოგიის გამოყენებით სამ სვეტიანი ცრილის შექმნა. მასში ინფორმაციის სწორად დაჯგუფება და განთავსება. ასევ მინდა განუვითარდეთ  პრეზენტაციის გაკეთების უნარი  და განიხილონ თავიანთ მიერ შექმნილი ცხრილი.
 აღნიშნული თემა მეტად აქტუალურია,
ბავშვებისთვის
მათ განუვითარდებად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები შეძლებენ თანამშრომლობით მუშაობას.
აღნიშნულ გაკვთილზე  წარმოვადგენ სლაიდ-შოუს სახელწოდებით
,,შინაური და გარეული ცხოველები“
ინფორმაციის მიწოდების შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდება ნაწარმოების ანალიზი, მოქმედი პერსონაჟების დახასიათება, მოსწავლეები შექმნიან ცხოველთა სამ ჯგუფს და შეავსებენ ვენის დიაგრამას













მოსწავლეებს წარვუდგენ სლაიდ შოუს ,, სპორტის სხვადასხვა სახეობები’’ ვიმსჯელებთ ძველად გავრცელებულ სპორტის სახეობებზე და თანამედროვე სპორტული აქტივობების შესახებ, დავუსვამ კითხვებს რომელია მათთვის საყვარელი სპორტი და რატომ? ვთხოვ მოეძიათ ინფორმაცია საქართველოში გავრცელებულ სპორტის სახეობების შესახებ.























 წარმოვადგენთ პრეზენტაციას დედა ენის დღესთან დაკავშირებით.
   ,,თუ დედა ენით არ ხარ გაზრდილი გულში გაკლია ცეცხლი ქართული "
ი. გოგებაშვილი   ცოცხალია!
  ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოედგინათ პრეზენტაცია, სადაც გადმოცემული იქნება ქართული ანბანის ისტორია და ი. გოგებაშვილის ღვაწლი დედა ენის შექმნაში.
მოსწავლეები იტყვიან  მათ მიერ მოძიებული ლექსებს
 დედა ენასა და ი. გოგებაშვილზე.
აღნიშნული თემა მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია, ბავშვებმა უნდა იცოდნენ ამომწურავად ყველაფერი დედა ენისა და ქართული დამწერლობის შესახებ













ფლიფჩარტზე მოცემული მექნება სქემა: საერთო სახელი, ყვავილი,სამოსი და ფერი,ბავშვები შექმნიან მსგავს ფორმას კომპიუტერში,შემდგომ ფლიფჩატებზე გადაიტანენ არსებულ სქემას.
კომპიუტერით გადავუგზავნი მსგავს სქემას, სასწავლო ნივთები; ბოსტნეული; ხილი, მოსწავლეები მუშავებენ დამოუკიდებლად შემდეგ კი წარმოადგენენ პრეზენტაციას.

მოთხრობის ილუსტრაციაზე მუშაობა.

სურათის აღწერა

  ტექსტის ლექსიკაზე მუშაობა

კითხვა= პასუხი

კითხვები ტექსტის ირგვლივ
ზეპირსიტყვიერი ან წერილობითი

უკუკავშირი, წამახალისებელი მითითებები
სიმბოლური ნიშნები და ა.შ.
 მოსწავლეთა ურთიერთშეფასება









ნაფარეულის საჯარო სკოლის მე-2 კლასში 1 მარტს შედგა მეცადინეობა ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით თემაზე ,,ლომი და ხარები" (იგავ-არაკი)
მოსწავლეებს ვაჩვენე სლაიდ შოუ  ,,შინაური და გარეული ცხოველები"  მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში , განიხილეს შინაური და გარეული სხოველები, შემდეგ შეავსეს ფლიფჩატზე წარმოდგენილი ვენის დიაგრამა. წაიკითხეს იგავ-არაკი ,,ლომი და ხარები"
კითხვა-პასუხის რეჟიმში გააანალიზეს ნაწარმოებები და დაახასიათეს მოქმედი      პერსონაჟები
კომპიუტერის საშუალებით მოსწავლეებმა მოიძიეს შინაური და გარეული ცხოველების ფოტოები და გადაანაწილეს ჯგუფებში: შინაური ცხოველები; მტაცებელი ცხოველები, ბალახისმჭამელი ცხოველები.






















  12 აპრილს ჩატარდა მეორე მეცადინეობა, მეცადინეობას ესწრებოდა 14 მოსწავლე და ინფო მენეჯერი, წარმოვადგინეთ პრეზენტაცია დედაენის დღესთან დაკავშირებით.

     ,,თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი გულში გაკლია ცეცხლი ქართული "
ი.გოგებაშვილი ცოცხალია!
  ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, სადაც გადმოცემული იყო ქართული ანბანის ისტორია და ი.გოგებაშვილის ღვაწლი დედა ენის შექმნაში.
მოსწავლეებმა თქვეს მათ მიერ მოძიებული ლექსები დედა ენასა და ი.გოგებაშვილზე.




















აქტივობა მე-3 17 მაისი ,,სპორტის სხვადასხვა სახეობები"


მესამე გაკვეთილის თემა იყო ,,ოლიმპიადები ძველად და ახლა’’ ბავშვებს წარვუდგინე სლაიდ შოუ ,,სპორტის სხვადასხვა სახეობები“  სლაიდის საშუალებით ვაჩვენე რამდენიმე სპორტის სახეობა და ვთხოვე გამოეცნოთ იგი. ასევე განვიხილეთ ძველად გავრცელებული სპორტის სახეობები, (ლელო ბურთი; ცხენოსნობა, ძველი ქართული ჭიდაობა,) ასევე ვისაუბრეთ თანამედროვე სპორტის სახეობებზე ბავშვებს ვაჩვენე ფოტო სურათები და ვთხოვე დაესახელებინად რომელი სპორტის სახეობა იყო გამოსახული აღნიშნულ ფოტოზე, დავუსვი კითხვები რომელია მათთვის საყვარელი სპორტი და რატომ? საშინაო დავალებად მივეცი ინტერნეტის  საშუალებით გაერკვიათ რომელი სპორტის სახეობაა საქართველოში ყველაზე გავრცელებული და უძველესი, მოეპოვებინათ მათზე ინფორმაცია და წარედგინათ პრეზენტაცია. ჩემ მიერ მითითებული ბმულის საშუალებით, რათა დაცული ყოფილიყო ეთიკური და სამართლებრივი ნორმები, ბავშვებმა შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება და  თემების ლოგიკურად დალაგება, მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს  ცხრილის მეშვეობით.































    აქტოვობა მე–4
,,საერთო სახელი, სამოსი, ყვავილი, ფერი"
მესამე მეცადინეობა ჩატარდა 20 მაისს, ფლიპჩატზე წარმოდგენილი მქონდა საერთო სახელები კერძოდ სამოსი; ყვავილი; ფერი.
 გავაცანი მოსწავლეებს რას ნიშნავს საერთო სახელი, საერთო სახელებს მივუსადაგე შესაბამისი საგნები, ბავშვები გაერკვნენ რა იყო საერთო სახელი და რა საზოგადო, შემდეგ კომპიოტერის საშუალებით გადავუგზავნე დავალება სხვა საერთო სახელებით (ხილი,ბოსტნეული, სასწავლო ნივთები) ვთხოვე მათ ცხრილებში ჩაეწერათ შესაბამისი საგნების დასახელებები მოსწავლეებმა სამუშაოს თავი კარგად გაართვეს და შეასრულეს მათთვის მიცემული დავალება, დავალების  ნახვის შემდეგ შევაფასე თითოეული ინდივიდუალურად შევაფასე ფერადი (წითელი, ყვითელი, მწვანე) ყვავილების საშუალებით, ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს ტექნოლოგიების გამოყენებაამას გავთალისწინებ შემდგომ აქტივოებზე,
  ჩატარებულმა აქტივობა ბავშვებს განუვითარა საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაობის უნარ–ჩვევები






































სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგ თ. ვახვახიშვილის მიერ განხორციელებური აქტივობა
,,ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
რეფლექსია
    ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით განვახორციელე ოთხი აქტივობა,  ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს განვითარებოდათ ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის ფლობის უნარ-ჩვევები,რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ ინფორმაციის მოძიებას,დახარისხებას, დაჯგუფებას ცხრილში შეტანასა და შეჯამებას. ასევე განუვითარდათ თანამშრომლობის უნარ_ჩვევა, ბავშვებმა შეძლეს  საკუთარი მოსაზრებების თავისუფლად გამოთქმა, აზრის ლოგიკურად  ჩამოყალიბება.
 პირველი გაკვეთილის თემა იყო სულხან-საბა ორბელიანის იგავ არაკი ,,ლომი და ხარები“აღნიშნულ გაკვეთილზე გამოვიყენე სლაიდ-შოუ ,, შინაური და გარეული ცხოველები“იმიტომ ავირჩიე ეს თემა, რომ ბავშვებს შეეძინათ ახალი-უნარები, ესწავლათ ტექნოლოგიის მეშვეობით სამ სვეტიანი ცხრილის შექმნა. გაკვეთილზე გამოყენებული სასწავლო რესურსები სრულად შეესაბამებოდა გაკვეთილის მიზანს,მოსწავლეთა ინტერესებს და საჭიროებებს.  მოსწავლეებმა შექმნეს ცხრილი შინაური ცხოველები, მტაცებელი ცხოველები და ბალახისმჭამელი ცხოველები.
 შემდგომ ჩამოწერეს და იმსჯელეს შინაურ და გარეულ ცხოველებზე და შეავსეს  ფლიპჩარტზე წარმოდგენილი ვენის დიაგრამა, წავიკითხეთ იგავ-არაკი ,,ლომი და ხარები“ კითხვა-პასუხის რეჟიმში მოხდა ნაწარმოების გაანალიზება და მოქმედი პერსონაჟების დახასიათება, მოსწავლეებს წარვუდგინე შინაური და გარეული ცხოველების ფოტო-სურათები,ყველა მოსწავლე ხალისით იყო ჩართული აქტივობაში შეძლეს ცხრილის შექმნა და სლაიდის საშუალებით მნიშვნელოვანი იფორმაციის მიღება, ბავშვებს არ უჭირდათ საკუთარი მოსაზრებების არგუმენტებით დასაბუთება,ბავშვებს განუვითარდათ თანამშრომლობის უნარ-ჩვევა უსმენდნენ ერთმანეთს და პატივს სცემდნენ განსხვავებულ მოსაზრებას.
მეორე გაკვეთილი ჩატარდა 15 აპრილს მიეძღვნა დედა ენის დღეს, ბავშვებს წარვუდგინე პრეზენტაცია თემაზე ,,თუ დედა ენით არ ხარ გაზრდილი გულში გაკლია ცეცხლი ქართული“ მივეცი საშინაო დავალება, ტექნოლოგიის გამოყენებით მოეძინებინათ ინფორმაცია ქართული დამწერლობის შესახებ, როდის შეიქმნა და მისი შექმნა ვის სახელთან არის დაკავშირებული.
იმიტომ ავირჩიე ეს თემა რომ ბავშვებს გაეგოთ რამდენად მნიშვნელოვანია ქართული დამწერლობა, რა როლი მიუძღვის ი.გოგებაშვილს ქართული ენის განვითარებაში, ასევე განუვითარდათ ტექნოლოგიის გამოყენებით ინფორმაცის მოძიების და საჭიროებისამებრ დახარისხების უნარ-ჩვევები.
მოსწავლეები დაინტერესდნენ წარმოდგენილი სლაიდებით და თვითონაც გაუნჩნდათ მასი შექმნის სურვილი,  გაიხსენეს გოგებაშვილის შესწავლილი ნაწარმოებები და მოაწყეს მათი განხილვა. გაკვეთილის პროცესი იყო შემოქმედებითი და ნაყოფიერი რადგან მოსწავლეები დაეუფლნენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს
მესამე გაკვეთილის თემა იყო ,,ოლიმპიადები ძველად და ახლა’’ ბავშვებს წარვუდგინე სლაიდ შოუ ,,სპორტის სხვადასხვა სახეობები“  სლაიდის საშუალებით ვაჩვენე რამდენიმე სპორტის სახეობა და ვთხოვე გამოეცნოთ იგი. ასევე განვიხილეთ ძველად გავრცელებული სპორტის სახეობები, (ლელო ბურთი; ცხენოსნობა, ძველი ქართული ჭიდაობა,) ასევე ვისაუბრეთ თანამედროვე სპორტის სახეობებზე ბავშვებს ვაჩვენე ფოტო სურათები და ვთხოვე დაესახელებინად რომელი სპორტის სახეობა იყო გამოსახული აღნიშნულ ფოტოზე, დავუსვი კითხვები რომელია მათთვის საყვარელი სპორტი და რატომ? საშინაო დავალებად მივეცი ინტერნეტის  საშუალებით გაერკვიათ რომელი სპორტის სახეობაა საქართველოში ყველაზე გავრცელებული და უძველესი, მოეპოვებინათ მათზე ინფორმაცია და წარედგინათ პრეზენტაცია. ჩემ მიერ მითითებული ბმულის საშუალებით, რათა დაცული ყოფილიყო ეთიკური და სამართლებრივი ნორმები, ბავშვებმა შეძლეს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვება და  თემების ლოგიკურად დალაგება, მოსწავლეებმა პრეზენტაცია წარმოადგინეს  ცხრილის მეშვეობით.
მეოთხე გაკვეთილის თემა იყო ,,საერთო სახელი“ ყვავილი, სამოსი, ფერი. ფლიპჩარტზე მოცემული იყო სქემა, ბავშვებმა კომპიუტერში შექმნეს მსგავსი ცხრილი (სამი სვეტით) სასწავლო ნივთები, ბოსტნეული, ხილი და შემდეგ წარმოადგინეს პრეზენტაცია, ჩემი მიზანი იყო  ბავშვებს ესწავლათ ტექნოლოგიის გამოყენებით ცხრილის შევსება, საბოლოოდ ყველა მოსწავლემ შეძლო ცხრილის შედგენა სწრაფად და ხარისხიანად ,ბავშვების უმრავლესობა   ჩაეტია განსაზღვრულ დროში, მაგრამ რამდენიმე ბავშვს უჭირს ტექნოლოგიის გამოყენება ისისინი დიდ დროს ანდომებენ ცხრილის შედგენას, ვფიქრობ ამ ბავშვებთან სჭირდება ინდივიდუალურად მუშაობა, რათა შეძლონ ტექნოლოგიის უკეთ ფლობა, აქტიურად ვთანამშრომლობდი ისტის პედაგოგთთან.
ყველა აქტივობა  წარიმართა წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, დროის მენეჯმენტი ზუსტად იყო დაცული.  კლასში შექმნილი იყო უსაფრთხო გარემო. მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს , არ ეშინოდათ შეცდომების დაშვების. იმ შემთხვევაში , თუ მოსწავლეები უშვებდნენ შეცდომას ვცდილობდი მათ გამხნევებას წამახალისებელი ფრაზებით. შესაბამისად მოსწავლეები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესებში, მოსწავლეების მიერ დაშვებული შეცდომები არ უშლიდა ხელს აზრის გაგებას ყოველი აქტივობის წინ მოსწავლეებს ვაძლევდი და სიტყვიერად ვეუბნებოდი კონკრეტულ დროს, რა დროშიც უნდა შეესრულებინათ მოცემული აქტივობა და აქტივობის შესრულების პროცესშიც პერიოდულად ვახსენებდი დარჩენილ დროს. ყოველი აქტივობის ბოლოს
 მოსწავლეები აჯამებდნენს ახალი მასალა, საუბრობდნენ, რომელი აქტივობა მოეწონათ და რატომ?  სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენებისას, დაცული იყო სოციალური,ეთიკური და სამართლებრივი ნორმები.მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა სასწავლო პროცესში გამოიკვეთა ხარვეზიც, შეინიშნებოდა ზოგიერთი მოსავლის პასიურობა ისინი ნაკლებად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, უჭირდათ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენება. აღნიშნულ ხარვეზს აუცილებლად გამოვასწორებ მომავალში, უფრო მეტ დროს დავუთმობ  მოსწავლეებს,რომლებსაც გაუჭირდათ ტექნოლოგიების გამოყენება  ასევე ვიმუშავებ მათთან  ინდივიდუალურად.
 ვფიქრობ,ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში მეტად მნიშვნელოვანია, ბავშვებს განუვითარდათ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის უნარ-ჩვევები. შეძლეს ცხრილის შექმნდა და მისი შევსება, ასევე ინფორმაციის დახარისხება.ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული აქტივობები,რადგან გამზარდა პროფესიული კუთხით.









No comments:

Post a Comment