ნაფარეულის საჯარო სკოლის მე-3კლასში ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა მხატვრული კითხვის წრე
,,გვირილა"
ჩვენი მიზანია, ბავშვებმა გაიცნონ ქართველი მწერლები და მათი შემოქმედება, ისწავლონ გამართული კითხვა და დახვეწონ მეტყველება.
საწრეო მუშაობის პროგრამა
დანართი N 1
ნაფარეულის საჯარო სკოლის მე-3კლასში ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნა მხატვრული კითხვის წრე
,,გვირილა"
ჩვენი მიზანია, ბავშვებმა გაიცნონ ქართველი მწერლები და მათი შემოქმედება, ისწავლონ გამართული კითხვა და დახვეწონ მეტყველება.
საწრეო მუშაობის პროგრამა
დანართი N 1
N
|
თემა
|
მიზანი
|
ხანგძლივობა
|
რიცხვი
|
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
|
ანა კალანდაძე:
,, საქართველოო ლამაზო“ ,,ასეთი დარი თუ იყო მაშინ“ ,,თუთა’’ ,,მოდიოდა ნინო მთებით“
იოსებ ნონეშვილი
,,არის ასეთი ქვეყანა“
,,შენ არა გაქვს მეფის გვარი“
,,შემოდგომა თბილისში’’
,,აი კახეთი“
მირზა გელოვანი:
,,ქართლის მიწავ უტკბილესო“
,,ცხრაკარა“
,,ბეღურული გული“
ი.გოგებაშვილი ,,ცრუპენტელა“
,,კეთილი სანდალა“
,,უსუნო ყვავილი“
,,მკვეხარა ქოთანი“
გალაქტიონ ტაბიძე ,,დროშები ჩქარა“
,,ქარი ქრის“
,,მე და ღამე“
,,კარალეთის დღეები“
სულხან-საბა ორბელიანი:
,,კუ და მორიელი“
,,უტკბესი და უმწარესი“
,,ძაღლი და მგელი“
,,ქურდი მკერავი“
,,კატის გაზრდილი ლომი“
მ.მაჭავარიანი
,,საქართველო“
,,დედა“
,,შენ სისხლო ჩემო“
გ.ჭიჭინაძე: ,,დათუნია დრუნჩა“
,,ცხრათვალა მზე’’
,,დო,რე,მი,ფა,სო,ლა,სი
,,უცნაური კითხვა“
ნ.დუმბაძე,,სათვალე“
,,გაზაფხულო ლამაზო“
,,არწივის ბრძანება“
,,სამდურავი“
მ.ლებანიძე: ,,მელიქიშვილის გამზირი“
,,უფლისციხესთან“
ლადო ასათიანი: ,,არ ვიცი ასე რამ შემაყვარა“
,,ლხინი კახელებთან“
,,ბარდნარა“
მორის ფოცხიშვილი: ,,ერთხელ მაინც“ ,,ყველა დაკარგულს დაეძებს“
,,ერთი ლექსი“
აკაკი წერეთელი: ,,გაზაფხული“ ,,ვაშლი და შაქარა“
,,ციცინათელა“
ილია ჭავჭავაძე: ,,პოეტი“ ,,ჩემო კარგო ქვეყანავ’’ ,,ელეგია’’
ნ.ბარათაშვილი ,,სული ობოლი“ ,,ფიქრი მტკვრის პირას“ ,,საყურე“ ,,მერანი“
|
მოსწავლეებმა შეძლონ
ლექსის გამომეტყველებით წაკითხვა,
(პუნქტუაციის დ
დაცვით) ასევე გაანალიზონ თითოეული ავტორის ლექსები, გაარკვიონ ლექსისა თუ მოთხრობის(იგავ-არაკის)
მთავარი თემა, რისი თქმა სურს ავტორს,გამოთქვან საკუთარი აზრი ამა თუ იმ ნაწარმოებისა
თუ ლექსის შესახებ
ბავშვებს განუვითარდეთ ლექსისი სწორად წარმოთქმის უნარი, ხელს უშეუწყობს
მეტყველების განვითარებას, ისინი გაეცნონ ქართველ მწერლებს, შეისწავლონ
მათი
ბიოგრაფია და ლექსები, ისინი უფროთამამები და კომუნიკაბელურები გახდებიან
|
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ
1სთ |
18.09
25.09
30.09
4.10
8.10
15.10
18.10
23.10 28.10 1.11 7.11 13.11 18.11
22.11
25.11
|
პირველი მეცადინეობა ჩატარდა 18 სექტემბერს, მონაწილეობა მიიღო 14-მა მოსწავლემ, მხატვრული კითხვის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეცნოთ ანა კალანდაძის შემოქმედება.
მათ განიხილეს და მხატვრულად წაიკითხეს შემდეგი ლექსები: ,,საქართველო ლამაზო" ,,ასეთი დარი თუ იყო მაშინ'' ,,თუთა'' ,,მოდიოდა ნინო მთებით'' პირველი შეხვედრა დავასრულეთ სიმღერით ,,საქართველო ლამაზო"
ჩვენი მეორე შეხვედრა მოხდა 25სექტემბერს, ბავშვები გაეცნენ იოსებ ნონეშვილის პოეზიას. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში, მათ მხატრულად წაიკითხეს და განიხილეს შემდეგი ლექსები: ,,შემოდგომა თბილისში'' ,,ქარი გიმღერის ნანანსა'' ,,შენ არა გაქვს მეფის გვარი" ,,მას საქართველო ჰქვია''
მესამე მეცადინეობა ჩატარდა 30 სექტემბერს, ბავშვები გაეცნენ მირზა გელოვანის პოეზიასა და წაიკითხეს მისი ლექსები, მშობლებიც აქტიურად ჩაებნენ აქტივობაში მათაც წარმოსთქვეს გელოვანის ლექსები, ასევე განვიხილეთ მისი ბიოგრაფია და განვლილი გზა. წავიკითხეთ და გავაანალიზეთ მისი ლექსები: ,,ქართლის მიწავ უტკბილესო'' ,,ცხრაკარა'' ,,ბეღურული გული''
4 ოქტომბერს მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილამ" ჩაატარა კიდევ ერთი მეცადინეობა, რომელსაც დაესწრნენ მშობლები ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო თითოეულმა ბავშვმა, ჩვენი მთავარი თემა იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ და განეხილადთ ი.გოგებაშვილის შემდეგი ნაწარმოებები: ,,მელია და ყურძენი" ,,ცრუპენტელა'' ,,ღირსეული სამაგიერო" ,,სიკეთე ბოროტებისათვის'' ,,მოწვევა სწავლაზე'' ,,ხეების კამათი''
8 ოქტომბერს მხატვრული კითხვის წრის ,,გვირილას'' წევრები შევხვდით ერთმანეთს, მეცადინეობას დაესწრო 13 მოსწავლე და მშობლები, ასევე გამგეობის წარმომადგენლები, მეცადინეობის თემა იყო გ. ტაბიძის პოეზია, მოსწავლეებმა ხალისითა და სიყვარულით წაიკითხეს გალაქტიონის არაერთი ლექსი: ,,დროშები ჩქარა'' ,,გამარჯობა აფხაზეთო შენი"
,,ჰე მამულო" ,,ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის" ,,გაზაფხულია" ,,მე და ღამე"
მხატვრული წრის დადებითი მხარე არის ის, რომ მოსწავლეებს უვითარდებათ ლექსისი სწორად წარმოთქმის უნარი, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას, ისინი ეცნობიან ქართველ მწერლებს, შეისწავლიან მათ ბიოგრაფიასა და ლექსებს, ისინი თამამები და კომუნიკაბელურები ხდებიან, ზოგიერთ ბავშვს გაუჭირდა ლექსისი ხმამაღლა და გამომეტყველებით წაკითხვა, რაც ვფიქრობ, მისი სიმორცხვის ბრალია, მინდა ინდივიდუალურად ვიმუშავო ასეთ მოსწავლეებთან, ერთად წავიკითხოთ სხვადასხვა ლექსები და ნაწარმოებები.
მეცადინეობა მე-6
15 ოქტომბერს განახლდა მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილას:მეცადინეობა. გადავწყვიტეთ აქტივობა ჩაგვეტარებინა მყუდრო და სასიამოვნო გარემოში. ავირჩიეთ
,,ტყუპების მარანი"
აქტივობის თემა იყო სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და მათი ანალიზი.
მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა იგავ-არაკი და იმსჯელეს მათ შესახებ. გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებს ვაჩვენე ცხოველების ფოტოები, თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული აქტივობაში, კლასის მცირე ნაწილი პასიორობდა და არ იღებდა მონაწილეობას მსჯელობაში, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ პრობლემას შემდეგი მუშაობისთვის
.
მეცადინეობა–18 ოქტომბერი განახლდა მხატრული კითხვის წრის ,,გვირილას'' მორიგი მეცადინეობა,
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისავის გამეცნო მ.მაჭავარიანის ბიოგრაფია და შემოქმედება.
ჩავატარე მინი ლექცია მ.მაჭავარიანის შესახებ, ბავშვებს ვაჩვენე მისი ფოტო სურათი ბავშვებმა წარმოადგინეს მისი ლექსები, წაიკითხეს გამომეტყველებით და გამოხატეს თავიანი აზრი ლექსების შინაარსის შესახებ.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეცადინეობის პროცესში, თუმცა შეიმჩნეოდა ზოგიერთი მოსწავლის პასიურობა და ნაკლები ინტერესი, აღნიშნულ ხარვეზებს გავითვალისწინებ მომავალი მეცადინეობისთვის
მეცადინეობა მე–8
23 ოქტომბერი შედგა მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილას" მეცადინეოა, ჩვენი თემა იყო საბავშვო მწერალ გ.ჭიჭინაძის პოეზია, ვისაუბრეთ მის ბიოგრაფიაზე მეცადინეობა ჩატარდა სოფლის საკრებულოს ბიბლიოთეკაში, მეცადინეობას ესწრებოდა 14 მოსწავლე და ბიბლიოთეკარი ასეე საკრებულოს წარმომადგენლები, ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს გ.ჭიჭიაძის შენდეგ ლექსები: ,,წყაროს თვალი" ,,აბა დელა ზღაპარელა" ,,ვინ დახატავს ცხრათვალა მზეს" ,,დო, რე, მი, ფა, სულ, ლა, სი"
მეცადინეობა მე-9
28 ოქტომბერს შედგა მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილას" კიდევ ერთი შეხვედრა, ჩვენი მთავრი თემა იყო ნ.დუმბაძე და მისი პოეზია, შეხვედრას დაესწრნენ როგორც მოსწავლეები ასევე მათი მშობლები, ვისაუბრეთ ნოდარ დუმბაძის მიერ განვლილ გზაზე. ბავშვებმა წაიკითხეს შემდეგი ლექსები:,,ია" ,,არწივის ბრძანება" ,,სტუმარ მასპინძელი'' ,,გაზაფხულო ლამაზო'' ,,სათვალე" ,,გოჭები" და სხვ.
მე-10 მეცადინება
ჩვენი შეხვედრა შედგა 1ნოემბერს ვისაუბრეთ მ. ლებანიძის პოეზიის შესახებ ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, სასკოლო პროგრამაში ნაკლებადაა შეტანილი მ. ლებანიძის ლექსები, ამიტომ მსურდა ბავშვობიდანვე შეესწავლათ და შეეყვარებინათ მისი პოეზია, გაეცნენ მის წერის სტილსა და სპეციფიკას, ვისაუბრეთ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, შეიმჩნეოდა მოსწავლეების გააქტიურება, ისინი გულმოდგინედ მისმენდნენ და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი დისკუსიაში.
მე-11-მეცადინეობა
ჩვენ შევხვდით ერთმანეთს 7 ნოემბერს ჩვენი მთავარი თემა იყო ლადო ასათიანის პოეზია, ჩავატარე მინი-ლექცია და ბავშვებს გავაცანი ლადო ასათიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, ვისაუბრეთ მის მშობლიურ სოფელ ბარდნარაზე ავუხსენი ბავშვებს თუ რამდენად ძვირფასი იყო ავტორისთვის მისი მშობლიური გარემო განვიხილეთ მისი შესანიშნავი ლექსი ,,ბარდნარა“ ვესაუბრე ლადო ასათიანის ბიოგრაფიაზე, თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაება საწრეო მეცადინეობაში.
მე-12 მეცადინეობა
13 ნოემბერს მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილას’’ კიდევ ერთი შეხვედრა შედგა ჩვენ ვისაუბრეთ მ. ფოცხიშვილის შემოქმედებაზე, განვიხილეთ მისი ლექსები და გავმართეთ დისკუსია,
'
მე-13 მეცადინეობა
18 ნოემბერს ჩვენ განვიხილეთ ა. წერეთლის არაერთი ლექსი, ვისაუბრეთ მის შემოქმედებაზე, გამომეტყველებით წაიკითხეს ბავშვებმა მისი ლექსები, ვისაუბრეთ მხატვრულ ხერხებზე, რომელიც გამოიყენება მის ლექსებში. თითქმის ყველა მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხების ამოცნობა.
22 ნოემბერს ჩვენ ვისაუბრეთ ი. ჭავჭავაძის შემოქმედებაზე,ბავშვებს გავაცანი ილია ჭავჭავაძის მიერ განვლილი გზა, ვისაურეთ მის ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე, მოვუყევი ბავშვებს ილიას მკვლელობის შესახებ. ბავშვებმა წაიკითხეს არაერთი ლექსი გავმართეთ დისკუსია.
მე-15 მეცადინეობა
ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა 25 ნოემბერს, ბავშვებმა გაიცნეს რომანტიკოსი პოეტი ნ. ბარათაშვილი და შეისწავლეს მისი სხვადასხვა ლექსი, მინდოდა ბავშვებს ადრეული ასაკიდან შექმნოდათ წარმოდგენა მის წერის სტილზე განიხილეს მისი ლექსები და გამომეტყველებით წაიკითხეს .ისინი მეტად აქტიურები და ხალისიანები იყვნენ.
მშობლის შეფასების კითხვარი
| |||
1
|
იყო თუ არა თქვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია წრის მუშაობის შესახებ?
| ||
2
|
მოგწონდათ თუ არა შერჩეული საკითხები(თემები) და თქვენი აზრით შეესაბამებოდა თუ არა მოსწავლეთა ინტერესებს.
| ||
3
|
ეხმარებოდით თუ არა მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ შერჩეული თემების დამუშავებასა და ცოდნის გაღრმავებაში?
| ||
4
|
თქვენი აზრით,საინტერესო და მრავალფეროვანი იყო თუ არა მოსწავლეებისათვის წრის მუშაობა?
| ||
5
|
შექმნილი იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო?
|
მოცემულ კითხვარი მშობლებს შევავსებინე საწრეო მეცადინეობის ბოლოს,რათა გამოკვეთილიყო საწრეო მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამეგო მშობლების დამოკიდებულება მოსწონდათ თუ არა ჩემ მიერ შერჩეული თემები, შეესაბამება თუ არა მოსწავლეთა ინტერესებს, ხელს უწყობდა თუ არა მათი ცოდნის გაღრმავებას, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო თუ არა საწრეო მუშაობა.
ბავშვების შეფასების კითხვარი
| |||
1
|
თქვენთვის ცნობილი იყო თუ არა წრის მეცადინეობის დრო და ადგილი?
| ||
2
|
მოგწონდათ თუ არა მასწავლებლის მიერ შერჩეული თემები,იწვევდა თუ არა ის თქვენს ინტერესს
| ||
3
|
მასწავლებელი გეხმარებოდათ თუ არა, მის მიერ შერჩეული თემებს დამუშავებასა და ცოდნის გაღრმავებაში
| ||
4
|
იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი წრის მუშაობა
| ||
5
|
მოგწონდათ თუ არა წრეზე შექმნილი გარემო,იყო თუ არა ეს გარემო კეთილგანწყობილი
|
მოცემულ კითხვარი შევავსებინე საწრეო მუშაობის ბოლოს, რათა გამოკვეთილიყო სმუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამეგო ბავშვების დამოკიდებულება მოსწონდათ თუ არა ჩემ მიერ შერჩეული თემები, რამდენად იყვნენ კმაყოფილები ჩემი ახსნილით, ხელს უწყობდა თუ არა აქტივობები მათი ცოდნის გაღრმავებას, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო თუ არა საწრეო მუშაობა.
სსიპ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგ თ. ვახვახიშვილის მიერ განხორციელებური მხატვრული კითხვის წრე
,,გვირილა“
,,გვირილა“
რეფლექსია
არაფორმალური განათლება მეტად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ისინი მეტად კომუნიკაბელურები, თავისუფლები და აქტიურები ხდებიან. არ უჭირთ საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვა, თუნდაც ეს განსხვავებული იყოს. უყალიბდებათ შემოქმედებითი აზროვნება რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი პიროვნული განვითარებისთვის, ჩემი მიზანი იყო, ბავშვებს გაეცნოთ ქართველი მწერლები და პოეტები, ესწავლათ გამართული კითხვა, ბავშობიდანვე შეეყვარებინათ ქართველი შემოქმედები და მათი ლექსები თუ ნაწარმოებები, გაემდიდრებინათ სიტყვათა მარაგი, შეძლებოდათ გამართულად საუბარი.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილა“
მეორე კლასში ირიცხება 14 მოსწავლე, ყველა მათგანი ,,გვირილას“ წევრია პირველი შეხვედრა შედგა 18 სექტემბერს, შეხვედრის მთავარი თემა იყო, ანა კალანდაძის პოეზიის გაცნობა, იმიტომ შევარჩიე ა. კალანდაძე რომ მას თითქმის ყველა ლექსში გამოყენებული აქვს არქაული ფორმები, ჩემი მიზანი იყო ბავშვებს გაეგოთ უცხო სიტყვების მნიშვნელობა, ამან ხელი შეუწყო მათი ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს მისი რამდენიმე ლექსი, გაიგეს ბევრი ახალი სიტყვისა თუ ფრაზის მნიშვნელობა.
ჩვენი მეორე შეხვედრა შედგა 25სექტემბერს, ბავშვები გაეცნენ იოსებ ნონეშვილის პოეზიას, მომდევნო კლასებში ისინი შეისწავლიან ი. ნონეშვილის სხვა ნაწარმოებებს, მათ კი უკვე ექნებათ გარკვეული წარმოდგენა მის ლექსებსა თუ მხატვრულ სტილზე, თითოეული მოსწავლე ხალისით ჩაება აქტივობაში, მათ მხატვრულად წაიკითხეს და განიხილეს ლექსები(იხ. დანართ N 1) მეორე მეცადინეობა უფრო ხალისით წარიმართა ბავშვები მეტად აქტიურები იყვნენ, მათ არ რცხვენოდათ საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა, მათ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ლექსების განხილვაში, ისინი მეტად თამამები გახდნენ და განუვითარდათ თანამშრომლობის უნარი. პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს.
მესამე მეცადინეობა ჩატარდა 30 სექტემბერს , ბავშვები გაეცნენ მირზა გელოვანის პოეზიასა და წაიკითხეს მისი ლექსები,(იხ. დანართ N )იმიტომ შევარჩიე მ. გელოვანის პოეზია, რომ სასკოლო პროგრამაში თითქმის არ არის შეტანილი მისი ლექსები, ჩემი სურვილი იყო მოსწავლეები ბავშვობიდანვე გასცნობოდნენ და შეეყვარებინათ მისი უნიკალური პოეზია, მშობლებიც აქტიურად ჩაებნენ აქტივობაში მათაც წარმოსთქვეს გელოვანის ლექსები, ასევე განვიხილეთ მისი ბიოგრაფია და განვლილი გზა. შეხვედრის ბოლოს მოვაწყეთ დისკუსია ყველა ბავშვი აქტიურად იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, ისაუბრეს მხატვრულ ხერხებზე რომელსაც ავტორი იყენებდა, იმსჯელეს რომელი ლექსი უფრო მოეწონათ და დაასაბუთეს რატომ.
4ოქტომბერს მხატვრული კითხვის წრემ ,,გვირილა" ჩაატარა კიდევ ერთი მეცადინეობა, რომელსაც დაესწრნენ მშობლები ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო თითოეულმა ბავშვმა, შეხვედრის მთავარი თემა იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ და განეხილათ ი. გოგებაშვილის ნაწარმოებები( (იხ. დანართ N 1) შევამოწმე მოსწავლეების წინარე ცოდნა, მათ გაიხსენეს წარსულში ნასწავლი ი. გოგებაშვილის მოთხრობები, მხატვრულად წაიკითხეს ახალი ნაწარმოებები, მათ ისაუბრეს ი. გოგებაშვილის ღვაწლზე, იმიტომ ავარჩიე ი. გოგებაშვილის ნაწარმოებები რომ ის არის საბავშვო მწერალი და თითოეულმა ბავშვი კარგად უნდა იცნობდეს მის შემოქმედებას, შეხვედრის დასასრულს მოვაწყეთ დისკუსია, თითოეულმა ბავშვმა ისაუბრა მისი ღვაწლის შესახებ.
8ოქტომბერს მხატვრული კითხვის წრის ,,გვირილას'' წევრები შევხვდით ერთმანეთს, მეცადინეობას დაესწრო 13 მოსწავლე და მშობლები, ასევე გამგეობის წარმომადგენლები. მეცადინეობის თემა იყო გ. ტაბიძის პოეზია, მოსწავლეებმა ხალისითა და სიყვარულით წაიკითხეს გალაქტიონის არაერთი ლექსი:(იხ. დანართ N 1) იმიტომ შევარჩიე გ. ტაბიძის პოეზია რომ მისი ლექსები გამოირჩევა განსაკუთრებული ჟღერადობით მას გასაოცარი მხატვრული ხერხები აქვს გამოყენებული ლექსებში, ვისაუბრეთ სწორედ მხატვრულ ხერხებზე რომელსაც გალაქტიონი იყენებს, ბავშვებს მოვუყევი გალაქტიონის ბიოგრაფია, ვისაუბრეთ მის ხასიათსა და თვისებებზე, გალაქტიონის ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ, მხატვრულად წაიკითხეს მისი რამდენიმე ლექსი. ყველა მოსწავლე დაინტერესდა აღნიშნული თემით ამ შეხვედრის შემდეგ მათი ცოდნა გაღრმავდა და უფრო მეტად შეიყვარეს ქართველი მწერლები.
15 ოქტომბერს განახლდა მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილას“ მეცადინეობა. გადავწყვიტეთ აქტივობა ჩაგვეტარებინა მყუდრო და სასიამოვნო გარემოში სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ,,ტყუპების მარანი“
შეხვედრის მთავარი თემა იყო სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და მათი ანალიზი, იმიტომ ავირჩიე აღნიშნული მწერალი რომ ბავშვები გაცნობოდნენ რა არის იგავ-არაკი, როგორი შინაარსი აქვს მას და რა იყო მისი შექმნის მიზანი.
მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა იგავ -არაკები და იმსჯელეს მათ შესახებ. ჩემი მიზანი იყო ბავშვებს გაეგოთ რატომ არიან მთავარი პერსონაჟი ცხოველები, რა არის მეიგავეს მთავარი სათქმელი. ასევე ვესაუბრე პირველი მეიგავე ეზოპეს შესახებ თითქმის ყველა მოსწავლე იყო ჩართული აქტივობაში, კლასის მცირე ნაწილი პასიურობდა და არ იღებდა მონაწილეობას მსჯელობაში, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ პრობლემას შემდეგი მუშაობისთვის.
18 ოქტომბერს განახლდა მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილა'' მორიგი მეცადინეობა,
მეცადინეობის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის, გამეცნო მ. მაჭავარიანის ბიოგრაფია და შემოქმედება, ყურადღება გავამახვილე მ. მაჭავარიანის პატრიოტული ხასიათის ლექსებზე, ბავშვებს განვუმარტე რა არის პატრიოტიზმი, მოსწავლეებმა დაასახელეს მაჭავარიანის პატრიოტული ხასიათის ლექსები და გამომეტყველებით წაიკითხეს
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეცადინეობის პროცესში, თუმცა შეიმჩნეოდა ზოგიერთი მოსწავლის პასიურობა და ნაკლები ინტერესი, აღნიშნულ ხარვეზებს გავითვალისწინებ მომავალი მეცადინეობისთვის 23ოქტომბერს შედგა მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილას" მეცადინეობა, შეხვედრის თემა იყო საბავშვო მწერალ გ.ჭიჭინაძის პოეზია, ბავშვები შემდეგ წლებში შეისწავლიან გ. ჭიჭინაძის ლექსებს მინდოდა ადრევე გასცნობოდენ და განეხილად მისი შემოქმედება, ვისაუბრეთ მის ბიოგრაფიაზე მეცადინეობა ჩატარდა სოფლის საკრებულოს ბიბლიოთეკაში, მეცადინეობას ესწრებოდა 14 მოსწავლე და ბიბლიოთეკარი ასევე საკრებულოს წარმომადგენლები, ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს გ.ჭიჭიაძის შემდეგ ლექსები: (იხ.დანართ N 1) გავმართეთ დისკუსია და განვიხილეთ მისი ლექსების შინაარსი, ბავშვების უდიდესი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული დისკუსიაში და მოსაზრებას ლოგიკური არგუმენტებით ამყარებდა
28ოქტომბერს შედგა მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილას" კიდევ ერთი შეხვედრა, ჩვენი მთავრი თემა იყო ნ.დუმბაძე მინდოდა ბავშვები გასცნობოდნენ და შეეყვარებინათ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება და მისი პოეზია, შეხვედრას დაესწრნენ როგორც მოსწავლეები ასევე მათი მშობლები, ვისაუბრეთ ნოდარ დუმბაძის მიერ განვლილ გზაზე. ბავშვებმა წაიკითხეს შემდეგი ლექსები (იხ.დანართ N 1) შეხვედრის დასასრულს გავმართეთ დისკუსია თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაება მსჯელობაში, მათ თავიანთი მოსაზრებები განამტკიცეს ლოგიკური არგუმენტებით
ჩვენი შეხვედრა შედგა 1 ნოემბერს ვისაუბრეთ მ. ლებანიძის პოეზიის შესახებ ბავშვებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები: (იხ. დანართ N 1) სასკოლო პროგრამაში ნაკლებადაა შეტანილი მ. ლებანიძის ლექსები, ამიტომ მსურდა ბავშვობიდანვე შეესწავლათ და შეეყვარებინათ მისი პოეზია, გაეცნენ მის წერის სტილსა და სპეციფიკას ვისაუბრეთ მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, შეიმჩნეოდა მოსწავლეების გააქტიურება, ისინი გულმოდგინედ მისმენდნენ და აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი დისკუსიაში.
ჩვენ შევხვდით ერთმანეთს 7 ნოემბერს ჩვენი მთავარი თემა იყო ლადო ასათიანის პოეზია, ჩავატარე მინი-ლექცია და ბავშვებს გავაცანი ლადო ასათიანის ცხოვრება და მოღვაწეობა, ვისაუბრეთ მის მშობლიურ სოფელ ბარდნარაზე ავუხსენი ბავშვებს თუ რამდენად ძვირფასი იყო ავტორისთვის მისი მშობლიური გარემო განვიხილეთ მისი შესანიშნავი ლექსი ,,ბარდნარა“ ვესაუბრე ლადო ასათიანის ბიოგრაფიაზე, თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაება საწრეო მეცადინეობაში.
13 ნოემბერს მხატვრული კითხვის წრე ,,გვირილას’’ კიდევ ერთი შეხვედრა შედგა ჩვენ ვისაუბრეთ მ. ფოცხიშვილის შემოქმედებაზე, განვიხილეთ მისი ლექსები და გავმართეთ დისკუსია,
18 ნოემბერს ჩვენ განვიხილეთ ა. წერეთლის არაერთი ლექსი, ვისაუბრეთ მის შემოქმედებაზე, გამომეტყველებით წაიკითხეს ბავშვებმა მისი ლექსები, ვისაუბრეთ მხატვრულ ხერხებზე, რომელიც გამოიყენება ა. წერეთლის ლექსებში. თითქმის ყველა მოსწავლე არჩევს მხატვრულ ხერხებს.
22 ნოემბერს ჩვენ ვისაუბრეთ ი. ჭავჭავაძის შემოქმედებაზე ბავშვებს გავაცანი ილია ჭავჭავაძის მიერ განვლილი გზა მის ღვაწლზე ქართველი ერის წინაშე, მოვუყევი ბავშვებს ილიას მკვლელობის შესახებ. ბავშვებმა წაიკითხეს არაერთი ლექსი გავმართეთ დისკუსია.
ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა 25 ნოემბერს, ბავშვებმა გაიცნეს რომანტიკოსი პოეტი ნ. ბარათაშვილი და შეისწავლეს მისი სხვადასხვა ლექსი, მინდოდა ბავშვებს ადრეული ასაკიდან შექმნოდათ წარმოდგენა მის წერის სტილზე განიხილეს მისი ლექსები და გამომეტყველებით წაიკითხეს .ისინი მეტად აქტიურები და ხალისიანები იყვნენ.
მხატვრული წრის დადებითი მხარე არის ის, რომ მოსწავლეებს უვითარდებათ ლექსის სწორად წარმოთქმის უნარი, ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას, ისინი ეცნობიან ქართველ მწერლებს, შეისწავლიან მათ ბიოგრაფიასა და ლექსებს, ისინი თამამები და კომუნიკაბელურები ხდებიან, ზოგიერთ ბავშვს გაუჭირდა ლექსის ხმამაღლა და გამომეტყველებით წაკითხვა, რაც ვფიქრობ, მისი სიმორცხვის ბრალია, მინდა ინდივიდუალურად ვიმუშავო ასეთ მოსწავლეებთან, ერთად წავიკითხოთ სხვადასხვა ლექსი და ნაწარმოებები პედაგოგიური განვითარების მიზნით კიდევ გავავგრძელებ მუშაობას.
კითხვარს მშობლებსა და ბავშვებს ვავსებინებდი ყოველი მეცადინეობის ბოლოს, რათა გამოკვეთილიყო საწრეო მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გამეგო ბავშვების დამოკიდებულება მოსწონდათ თუ არა ჩემ მიერ შერჩეული თემები, რამდენად იყვნენ კმაყოფილები ჩემი ახსნით, ხელს უწყობდა თუ არა აქტივობები მათი ცოდნის გაღრმავებას, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო თუ არა საწრეო მუშაობა, კითხვარის შევსება მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩემთვის ნათელი ხდებოდა საწრეო მუშაობის დროს გამოკვეთილი ხარვეზები და ყოველ შეხვედრაზე ვცდილობდი გამომესწორებინა თითოეული ხარვეზი.
ვფიქრობ აღნიშნული აქტივობა მეტად ნაყოფიერ იყო, რათა ბავშვებმა შეიძინეს სხვადასხვა უნარ-ჩვევა: ისწავლეს სწორად და გამომეტყველებით საუბარი, მეტად თამამები და კომუნიკაბელურები გახდნენ, მათი ლექსიკური მარაგი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისწავლეს აზრის სწორად ჩამოყალიბება, ერთმანეთის აზრის პატივისცემა, მათ შეუძლიათ სოციუმში თავის დამკვიდრება, ჩემთვისაც მეტად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული აქტივობა, უფრო მეტად გამზარდა პროფესიული კუთხით.